გვერდი

წესები და პირობები

მონაწილეობის კრიტერიუმები: ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
  • პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც იყენებს შემდეგი პლატფორმებიდან ერთ-ერთს მაინც: Facebook, Instagram, Tik-Tok, Youtube და ამასთანავე, პროექტის განმავლობაში, შეძლებს პოსტების წვდომის (Reach) სტატისტიკის მოწოდებას, შემსყიდველის მიერ შემუშავებული ფორმატის მიხედვით, მათ შორის შესაძლებელია ეს მოხდეს ვიდეო სქრინების სახით.
  • კამპანიის ფარგლებში ოთხივე სოციალურ ქსელში კონტენტი უნდა განთავსდეს შემდეგი ჰეშთეგებით - #გამომყევიაჭარაში და სასურველია  #visitbatumi #visitajara
  • პროექტის მთავარი პრიზის 100 000 ლარის მოსაგებად საჭიროა, მაქსიმალური წვდომების დაგროვება, რაც უნდა აღემატებოდეს კამპანიის პერიოდში გამოქვეყნებულ პოსტებზე ჯამში 10 მილიონი წვდომის (Reach) დაგროვებას.
  • პროექტში მონაწილეობა არ შეუძლია: საჯარო მოსამსახურეებს, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულების თანამშრომლებს.
  • გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეული მიიღებს 20,000 – 20,000 ლარს. ამ შემთხვევაში კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებულიპოსტების წვდომებზე მინიმალური ბარიერი დაწესებული არაა.
  • რეგისტრაციის გავლისას, კონკურსანტი არეგისტრირებს სოც. მედია ანგარიშებს, რომლითაც მიიღებს მონაწილეობას პროექტში (მონაწილეს შეუძლია მინიმუმერთი და მაქსიმუმ 4 ანგარიშის რეგისტრაცია; თითოეულ პლატფორმაზე მხოლოდ ერთი ანგარიში). პროექტში ჩაერთვება მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებულიანგარიშებით, რომელთა დამატება და შეცვლა პროექტის განმავლობაში აღარ შეიძლება.
  • პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილის სოც. მედია ანგარიშების გამომწერების სტატისტიკაში, საქართველოს მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს 60%-ს; აღნიშნული უნდა დაადასტუროს სქრინებით, რომელიც კიდევ ერთხელ გადამოწმდება, კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში.
  • პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება აღნიშნულ პლატფორმაზე. მსურველს/მონაწილეს პროექტში ჩართვა და დარეგისტრირებაშეუძლია პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.
  • მონაწილე ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს „სამოგზაურო პაკეტს“, რომელშიც წინასწარ იქნება განსაზღვრულიგადასაღები ობიექტები. აუცილებელია, რომ მიღებულ პაკეტში შემავალ თითოეულ ობიექტთან დაკავშირებით ერთი პოსტი მაინც იქნას განთავსებული, მონაწილისმიერ კონკურსში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პლატფორმაზე. სოციალურ ქსელებში განსათავსებელი პოსტების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არაა.
  • მონაწილეების მიერ შექმნილი კონტენტი უნდა იყოს ახალი, ორიგინალური, დადებითი განწყობის შემქმნელი, მრავალფეროვანი და კონკურსის მიმდინარეობისპერიოდში აჭარაში გადაღებული, დაკავშირებული მოგზაურობასთან და ასტიმულირებდეს მათ გამომწერებს, იმოგზაურონ აჭარაში. პოსტების აღწერაშესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • მონაწილის მიერ პროექტის ფარგლებში განთავსებული მასალები უნდა იყოს მისი საკუთრება.
  • პროექტის განმავლობაში შექმნილი კონტენტი არ უნდა შეიცავდეს:
    1. კერძო პროდუქტის/სერვისის რეკლამას, შეზღუდვა არ ეხება აჭარაში არსებულ ტურისტულ პროდუქტებს
    2. ნუდს (შიშველ ფოტოებს);
    3. თემატიკას, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული კამპანიის მიზნებს და მოქმედ კანონმდებლობას (ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალურიკუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებითარღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს,ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას,რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.).
  • პოსტებზე წვდომების (reach) დასაგროვებლად/გასაზრდელად, მონაწილემ არ უნდა დაარეკლამოს პოსტი, არცერთ პლატფორმაზე. დარეკლამებული პოსტები და დარეკლამებული კონტენტის შედეგები არ განიხილება და პოსტი კამპანიის ნაწილად არ ჩაითვლება.
  • აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უფლებას იტოვებს, პოსტები, რომლებიც არ ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულ წესებსა და პირობებს, არ განიხილოს კამპანიის შედეგების ანალიზისას.
  • მონაწილემ პროექტის განმავლობაში შექმნილი კონტენტის ანალიტიკა (სქრინები) უნდა ატვირთოს 2-ჯერ, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე. პირველი, როცა ყველა პლატფორმაზე „რიჩების“ საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 10 მილიონს და მეორედ, პროექტის ვადის ამოწურვის შემდგომ, 16 ოქტომბერს.
  • მონაწილე საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდება და საფასურს მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სქრინებზე არსებული მონაცემები გადაამოწმდება მათივე ანგარიშებზე, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადამოწმების ფორმა წინასწარ ეცნობება მონაწილეებს. იმ შემთხვევაში, თუკი სქრინებზე არსებული მონაცემები რეალურ მაჩვენებელზე მეტია, დეპარტამენტი უფლებას იტოვებს გამარჯვებულად გამოაცხადოს შემდეგ ადგილზე მყოფი მონაწილე.
  • გამარჯვებულის გამოვლენისას, თუკი ორ მონაწილეს აღმოაჩნდება ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის წვდომა, უპირატესობა მიენიჭება მონაწილეს, ვინც პირველმა ატვირთა აღნიშნულის დამადასტურებელი სქრინები ვებგვერდზე.
  • რაც შეეხება მომდევნო ხუთეულს, თუკი საბოლოოდ რამდენიმე მონაწილეს დაუფიქსირდება ერთი და იგივე რაოდენობის წვდომა პოსტებზე, გამარჯვებულად გამოვლინდება ის მონაწილეები, რომლებიც პროექტის ბოლოს (16 ოქტომბერს) პირველი ატვირთავენ ვებგვერდზე აღნიშნულის დამადასტურებელ სქრინებს.
  • დაითვლება მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში განთავსებული პოსტების წვდომების რაოდენობა.
  • აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოსტები უნდა იყოს მხოლოდ აჭარის თემატიკაზე.
  • მონაწილის მიერ არაკეთილსინდისიერი გზით წვდომების მოპოვების მცდელობის შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებას იტოვებს არ განიხილოს კონკრეტული პოსტი კამპანიის შედეგების დათვლისას, ან მოხსნას მონაწილე კამპანიიდან.
  • აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უფლებას იტოვებს, პროექტის განმავლობაში მონაწილეების მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებული კონტენტი გამოიყენოს აჭარის პოპულარიზაციისთვის.
  • არასრულწლოვანი მონაწილის შემთხვევაში აუცილებელია მშობლების/კანონიერი წარმოამდგენლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არ ანაზღაურებს პროექტის მონაწილეების განთავსების, კვების, ტრანსპორტირებისა თუ სხვა ხარჯებს.

გამომყევი აჭარაში